ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში 20 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ბათუმში, 20 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების პრესსამსახურში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა გახდა სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....