ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს უმრავლესობის რიგებს დატოვებს

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანის თქმით, გადაწყვეტილება მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

„გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენოთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“, – განაცხადა  ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.

 

იტვირთბა....