“კუხიანიძე ერთგვარი გავრილოვია – ადგილობრივი წარმოების უხარისხო გავრილოვია და ის ისევე უნდა გამოვაგდოთ საკრებულოდან, როგორც გავრილოვი გამოვაგდეთ პარლამენტიდან.სანამ ის საკრებულოშია, ჩათვალეთ გავრილოვიც პარლამენტშია.კუხიანიძის გაგდება კი ისეთივე პროფილაქტიკური ღონისძიება იქნება რუსეთუმე კოლაბორაციონისტების დასაფრთხობად, როგორც გოგირდის ახრჩოლება ქვეწარმავლებისთვის”
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი – ნიკა მელია
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.