დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 17 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!