დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 18 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!