ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანების გზაზე, დღეს დილით მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ჩანიშნულია ექსპერტიზა.