შსს-მ თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო 4 პირი დააკავა. როგორც “მეტრონომს” უწყებაში განუმარტეს, გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს და სტიკერები გააკრეს წარწერით: “შეცვალე”, “ვაჟა ექიმი გმირია”. საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.