ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკრებულოში სამოქალაქო აქტივისტი ცუდად გახდა

თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს, ისინი კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტები ძალის გამოყენებით გამოიყვანა კაბინეტიდან.

ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. საკრებულოში სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს.

ძალის გამოყენებით იმიტომ გამოიყვანეს, რომ ის ცუდად იყო – აცხადებს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე.

“იატაკზე ეგდო ძირს, ეს ადამიანები არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ კორიდორში გამოგვეყვანა და დახმარება აღმოგვეჩინა, ეს არის ამ ადამიანების სახე… ძალის გამოყენებით უნდა გამოგვეყვანა ადამიანი, რომელიც იყო შეუძლოდ” – ამბობს ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს და სტიკერები გააკრეს წარწერით: “შეცვალე”, “ვაჟა ექიმი გმირია”. საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.

იტვირთბა....