„ვინც ვაპროტესტებთ ისინი გარეთ უნდა გამოგვყაროს პოლიციამ ძალის გამოყენებით და ტყვე რომ არის ჩვენი მოქალაქე, მას ვინც წიხლს მიაყოლებს, საკრებულოში უნდა იჯდეს? შვილს აღარ უნდა კუხიანიძე, შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და „ქართულ ოცნებას“ ვერ უარვაყოფინეთ. ასეთი არაფერი გამიგია“
ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს და სტიკერები გააკრეს წარწერით: “შეცვალე”, “ვაჟა ექიმი გმირია”. საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.