“ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილისა და მისი კლოუნების რეჟიმის – ფრთები უფრო ფართოდ გაშალეს, ამ დევნაში მე არც პირველი ვარ, არც მეორე და არც მესამე”
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით იყო დაბარებული.