„მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს ან საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს. მე ვისურვებდი, როგორც ამ საკითხზე, ისევე ბევრ სხვა საკითხზე მოინახოს რაიმე გამოსავალი, ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის“
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებიდან 1 წელი გავიდა. “ბილტმორში” პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრება.