aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “შეცვალე” “ბილტმორთან”, სადაც პრეზიდენტი იმყოფება, აქციას მართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო „ბილტმორთან“მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ..

“ბილტმორში” პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრება.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი საქართველოს პრეზიდენტს „აღსაყდრების“ პირველ წელს ულოცავენ და ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს ახსენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან გოგოლის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებითა და ქმედებებით არის დაკავებული.

„ეს ეხება ქართული ჯარის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ასევე შეწყალების თემას, მისი სასახლის თვის შეძენილ ანტიკვარებს და ა.შ.“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლევან გოგოლმა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მოუტანეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ უფლებები და მოვალეობები.

შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებიდან 1 წელი გავიდა.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....