ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“TV პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

14 დეკემბერს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ საკუთარ ეთერში გაავრცელა.

მოგვიანებით პოლიციაში გადაყვანილი ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვაზე, “ტვ პირველის” დირექტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია და არხის მფლობელი ვატო წერეთელი მივიდნენ.

“ისეთი განცხადებები კეთდება ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამენ, რომ გაკვირვებული არ ვარ, გაბრაზებული ვარ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ინგა გრიგოლიამ.

“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

იტვირთბა....