“ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური, რომელიც საქართველოში ვერასდროს იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში”
გიორგი ვაშაძე
ასე აფასებს ვაშაძე ვიცე სპიკერ მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას.
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.