“ნიკა ის პიროვნება იყო, რომელიც ჩემთან ერთად იდგა იპოდრომზე, მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. კიდევ სხვა აქციებზეც ვიდექით. ნიკა სააკაშვილის მონა კი არა, საქართველოს შვილია. ის ძალიან პატიოსანი და ობიექტურია. თქვენ არ იცით და ბევრმა არ იცის, რომ ის სააკაშვილსაც ეწინააღმდეგებოდა. მეც ახლა გავიგე, რომ როცა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსად მუშაობდა, თურმე ერთადერთი პიროვნება იყო, თათბირზე ადეიშვილს რომ შეუბრუნებდა სიტყვა”
ანზორ მელია – ექიმი, ნიკა მელიას მამა
წყარო: primetime.ge
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.