ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს. 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, წინააღმდეგ კი, არც ერთი წასულა.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, სასჯელის სახით 25 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა და ორი წლის და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

იტვირთბა....