ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პოლიცია ხულიგნობის აღიარებას აიძულებდა… მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა” – “მთავარი არხი”

არასრულწლოვანმა ბიჭმა, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, 15 წლის ბიჭს, რომელიც სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი, ხულიგნობის აღიარებას აიძულებდნენ. აღნიშნული დაკითხვის შემდეგ კი, მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანს აიძულეს, ეღიარებინა “მწვანე სკოლის” კედლებზე” უხამსი სიტყვების დაწერა და მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

 

იტვირთბა....