“ისიც კი ვერ დამალეს, 10 წუთში მოსამართლეებს მანტიის ზომა ჰქონდათ მიღებული, ფიცს ადებინებდნენ, იცოდნენ, ვინ გამწესდებოდა, უბრალოდ, პროცედურას ელოდებოდნენ. მათ ბიძინას წინაშე დადეს ფიცი”
ლევან სამუშია, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი
TV პირველი, “ღამის ამბები”
შეგახსენებთ,დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
იურიდიული კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ.