“ქართულ ოცნებას” უნდა უჭირისუფლო,თორემ მეტი არაფერი უშველით. თუ ვინმეს უნდა, რომ ცხვრებად გადაიქცნენ და მწყემსს გადააბრალონ ყველაფერი, ასე არ ხდება. დღეს მათ მაგივრად ბიძინა ივანიშვილი არ აჭერდა ღილაკებს”
ეკა ბესელია, დეპუტატი
ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის” ფორმულა
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. იურიდიული კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ.