ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, თელავის, ირბახის, ახმეტის, ქურხულის და ბადიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაინის, მუხიანის აგარაკების, წყაროთ უბანის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, გობრონიძის, ვაშაკიძის, სამთავროს, ვარდისუბნის, კალოუბნის, ხევისპირის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, იაკობის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წითლანაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....