„არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა”
უმრავლესობის წევრი – გია ვოლსკი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.