მთავარი ციტატა

“მონა-მორჩილ დეპუტატებს უნდათ, საახალწლო საჩუქარი მიუძღვნან ივანიშვილს”

“ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, ამიტომ ჩვენ ვთხოვდით, რომ პროცედურაზე მოეცათ სიტყვა, რომ აგვეხსნა, რატომ იქნება გადაწყვეტილება უკანონო. ამ მონა-მორჩილ დეპუტატებს უნდათ, რომ საახალწლო საჩუქარი მიუძღვნან ბიძინა ივანიშვილს. ნიკა მელია გააგდონ პარლამენტიდან და მოსამართლეები დავნიშნოთ. არ მივცემთ ამის უფლებას. არც პლენარულ სხდომაზე მივცემთ ამის უფლებას. პლენარული სხდომა უნდა გადაიდოს და დღეს არ უნდა შედგეს”

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

პარლამენტი, იურიდიული კომიტეტი

შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იტვირთბა....