მთავარი ციტატა

“სალომე ზურაბიშვილს ლაპარაკი თუ არ შეუძლია, წავიდეს”

„მთავარი გზავნილი იყო ზურაბიშვილის მჭახედ ნათქვამი, რაც ივანიშვილისგან და მისი გუნდის სხვადასხვა წევრებისგან ხშირად მოგვისმენია. მათი აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ გვქონდეს სახელმწიფო… კატასტროფული ბუკეტია ის, რაც მოვისმინეთ ზურაბიშვილისგან. დროზე ბოდიში მოიხადოს და თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. წავიდეს, თუ არ შეუძლია ლაპარაკი“

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

იტვირთბა....