მთავარი ციტატა

“მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე”

„საქართველოს მთავარსარდალი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება არმია. მიგვაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე. მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის წინაშე და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც ცოტა ხნის წინ ავღანეთში ტერორისტული შეტევის შედეგად დაშავდა”

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

იტვირთბა....