შინაგან საქმეთ სამინისტრომ, „ევროპული საქართველოს” წევრებზე, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.