დღეს, 11 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება, სადაც მოლაპარაკებების მთავარი განხილვის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.
ჟენევა ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც თანათავმჯდომარეების დახმარებით შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გააკეთა.
რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაფრინდაშვილის საკითხი განიხილება, თუმცა რუდენკოს აცხადებს, რომ ექიმი რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება, ამიტომ მას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„თქვენ ცდებით, ეს ასე არ არის… ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. გაფრინდაშვილს ოჯახს კი ვეტყვი, რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
თავის მხრივ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება.