მომღერალი ზურა მანჯავიძე “ევროპაბეთის” მასშტაბურ სოციალურ კამპანიას – “პასუხისმგებლიანი თამაში” დადებითად აფასებს.
მისი თქმით, საზოგადოება აზარტული თამაშების წინააღმდეგ კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.
“აზარტული თამაშებით ძალიან ბევრი ადამიანია გაუბედურებული. რა თქმა უნდა, ზრდასრული ადამიანები არიან და ყველა თავის თავზე აგებს პასუხს, მაგრამ აზარტული თამაშების კომპანიის მხრიდან არ უნდა იყოს ხელის შეწყობა და ყოველწამიერი შეთავაზება იოლ გამდიდრებაზე. მივესალმები “ევროპაბეთის” გადაწყვეტილებას და მიმაჩნია რომ საზოგადოების აქტივობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ უფრო მეტი აქტიური იყოს”, – განაცხადა ზურაბ მანჯავიძემ.
“ევროპაბეთმა” ახალი სოციალური კამპანია – “პასუხისმგებლიანი თამაში” დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.