“როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, ციხეში ვინმეს კლავენ, როგორც ეს ჩვენ ძალიან ბნელ წარსულში იყო, თავისი ბნელი წარმომადგენლებით, მაშინ უკვე ლაპარაკობ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტი გავლენა აქვს პატიმრებში და ამ საკითხს ეჭიდები, ეს უკვე ალბათ მიღწევაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასეთიც არ არსებობს”
უმრავლესობის ლიდერი – მამუკა მდინარაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.