ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

კიევში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი მოდებაძე, მეტსახელად “გეგა ოზურგეტსკი”, რომელიც უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმკრაიმი” ავრცელებს.

უკრაინული ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე კიევში უკანონოდ შევიდა, რის შემდეგაც მისი დაკავების ოპერაცია დაიგეგმა. პოლიცია აცხადებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის უკრაინაში ჩასვლის მიზეზი მისი თანამოაზრეების შეკრება, კრიმინალური ჯგუფების ჩამოყაიბება და დესტაბილიზაციის კერის შექმნა იყო.

 

 

 

იტვირთბა....