“ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი. საქართველოში ჯანდაცვის სფერო და კონკრეტულად კლინიკები განთავისუფლებულები არიან ყველა იმ გადასახადისგან, რომლითაც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებლია, რომ როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას, ისინი წაეყვანა წაგებაზე”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.