ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  2024 წლის საარჩევნო მოდელზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს.

მდინარაძემ აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ინიციატივაზეა საუბარი.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, მაჟორიტარების, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მმართველი გუნდის სხვა წევრების პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს.

“შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ, რომ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პარტიის ლიდერთან ვისხედით და რაღაც საკითხებს გავდიოდით რამდენიმე ადამიანი, პარტიის და უმრავლესობის ხელმძღვანელებზეა საუბარი და გაკრვეული მოსაზრებები არსებობს, მათ შორის ბატონ ბიძინას აქვს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 11 მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

იტვირთბა....