“მოხარული ვარ, შეხვედრის გაგრძელებით. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია. ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია. ასევე მოხარული ვარ, რომ შედგა შეხედულებების გაცვლა ბოლო დიალოგის დროს. ვნახოთ, რას მივაღწევთ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, სადაც მხარეები და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ იქნება ურთიერთგაგება“
კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს.
შეხვედრა უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით 18:00 საათზეა დაგეგმილი.