“კარგად მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან პუტინთან პირველი შეხვედრის წინ მე მოსკოვში ეკლესიაში წავედი და დიდი ხანი ვლოცულობდი, რომ შეხვედრა წარმატებული ყოფილიყო. მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა. თუ პუტინი დაინახავს, რომ ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი ერთად დგას და ლოცულობს, მიხვდება, რომ მას გაერთიანებულ უკრაინასთან აქვს საქმე“
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი
აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის გადაცემაში გააკეთა.