ხმაური ბათუმში – საზღვაო აკადემიასთან, სადაც პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სტუდენტებთან შესახვედრად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
“თვალთხარია გახარია”, “მე მაინც ვხედავ” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებითა და შეძახილებით დახვდნენ სამოქალაქო აქტივისტები შენობიდან გამოსულ პრემიერ მინისტრს.
“დისკომფორტს შევუქმნით პრემიერს და არ მივცემთ ამ ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, გახარიასთან მისვლა და გასაუბრება სურდათ, თუმცა, მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.