“მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დროდე მიმდინარეობს.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სუს-ში დაიბარეს, თუმცა, გვარამიამ იქ მისვლაზე უარი განაცხადა.
სასამართლოში, გვარამიას იმ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ, როელმაც მის ოჯახზე თვალთვალის ბრძანება გასცა. გვარამიას სუს-ის წარმომადგენლები დაკითხავენ.
პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
შეგახსენებთ, რომ გენერალური არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო სამართალდამცავებმა პროკურატურაში დაიბარეს.