აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

შავ ზღვაში გემს დრონი მოხვდა – ბორტზე აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა

შავ ზღვაში გემს დრონი მოხვდა – ბორტზე აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა – ინფორმაციას გამოცემა APA ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტი 15 ნოემბრის ღამეს, რუმინეთის სანაპიროსთან, სულინას პორტის მახლობლად მოხდა.

მათივე ცნობით, გემის ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის აზერბაიჯანის 13 და თურქეთის ერთი მოქალაქე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟი ევაკუაციას ელოდება.

იტვირთბა....