აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აკრძალეს

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აკრძალეს. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების დროს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. აკრძალვა 27 ნოემბრამდე იმოქმედებს.

„ამ მოწყობილობებს უკვე აღარ იყენებენ დღესასწაულების აღსანიშნავად, მათ ადამიანების დასაზიანებლად იყენებენ. პროტესტის გამოხატვის უფლება გარანტირებულია, თუმცა არავის აქვს უფლება, სხვას ზიანი მიაყენოს. ლიცეუმების მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოგჯერ კი უშუალოდ სკოლის შენობებშიც, პიროტექნიკას ისვრიან პოლიციელების, ჟანდარმების, განათლების ეროვნული დეპარტამენტის თანამშრომლებისა და თავად მოსწავლეების მიმართულებით“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციების სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, მოგვიანებით კი საპროტესტო ტალღას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

იტვირთბა....