“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც წერია, რომ მას 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ.
როგორც გვარამიამ განაცხადა, მას უწყებაში ფეისბუქზე „უზურპატორის დამხობაზე“ დაწერილი პოსტის გამო იბარაბენ, რომელიც მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა.
გვარამია აქვეყნებს უწყებას და წერს: “ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია”