aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ისეთი ადამინი როგორიც უგულავაა მორალს არ უნდა კითხულობდეს” – ქუთაისში, აქციაზე დაპირისპირებაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ჩატარებულ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ის ვერ დადგება გიგი უგულავასთან ერთად ამ აქციაზე, რადგან ოპოზიციონერ ლიდერს ამის მორალური უფლება არ გააჩნია.

“ვაპროტესტებ. ელემენტარულია, რომ ისეთი პიროვნება როგორიცაა გიგი უგულავა არ უნდა კითხულობდეს მორალს არამარტო ქუთაისი, არამედ ყველგან. ადამიანს რომელსაც ბრალი დაუმტკიცეს ქალაქის ბიუჯეტის გაფლანგვაში, არ აქვს უფლება აქ იდგეს. კონტრაქციის მონაწილე არ ვარ მე ვარ მოქალაქე, ქუთაისის მეოთხე თაობის მოქალაქე.” – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია-მსვლელობა ასევე იმართება ბათუმშიც. 

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.

აქციაზე მცირე ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან კვერცხები ესროლეს.

 

იტვირთბა....