პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
სხდომა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით იმართება.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ.
11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.