„იმაში არავის ეპარება ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო აქვს მიტაცებული. ეს არის სახელმწიფოს უზურპაცია, როდესაც ყველაფერი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემორჩილება ერთ ადამიანს… მე ვიზიარებ იმას, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანად უზურპატორი აუცილებლად უნდა წავიდეს. ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, უნდა წავიდეს და ჩამოცილდეს ძალაუფლებას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები”
ხატია დეკანოიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
დეკანოიძე აღნიშნული განცხადებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ”.