ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განცხადება გაავრცელა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.

“მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ” – აღნიშნა მდინარაძემ. მისი აზრით ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე უნდა იყოს

„როგორც დეპუტატი აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ მსგავს ინიციატივებს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგი განვითარება როგორ იქნება, ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე,“ – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....