aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ხუნდაძის აცეტება, თითქოს რაღაცას წყვეტს – კომიკურია” – რომან გოცირიძე

“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს, არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არ მგონია, რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ, რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – რომან გოცირიძე

 

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი. ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.

იტვირთბა....