6-7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.