ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლინიკების წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და შეთანხმება მოხდა, რომ 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის.

“შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. შეთანხმება მოხდა,რომ ხვალიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება სამინისტროში და ტექნიკური ხარვეზებს, რაც შეიძლებოდა არსებობდეს, გაითვალისწინებენ და გამოსწორდება. გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია”,- განაცხადა “ევექსის” დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....