ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

“ქართული ფორმულის” მიხედვით – ზელენსკი ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” ბრძოლას იწყებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ე.წ. “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლას იწყებს. მისი ინიციატივით, რადაში კანონპროექტი შედის, რომლის განხილვა ქართულ კანონმდებლობის მსგავსად უნდა მოხდეს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, მისადმი მიმართვა და ქურდული შეკრებები სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

თავის დროზე, „ქართულ ეფექტად“ წოდებული ინიციატივის მიხედვით, ე.წ. “კანონიერი ქურდის” დაპატიმრება მოხდება მაშინაც, როცა მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, უკრაინაში რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს და უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისინი მხოლოდ ქვეყნიდან გააძევეს. მათ შორის იყო რამდენიმე ქართველიც.

 

იტვირთბა....