“ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. მათი ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ქართული სახელმწიფოს გაჩერება. ერთ შემთხვევაში, საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა საბაბად იყენებენ საარჩევნო სისტემის შემთხვევას და თქვენ ნუ დაიჯერებთ, რომ მათ მართლაც სურთ რომელიმე საარჩევნო მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი”
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა ქუჩის აქციებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.