ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში პუტინი კაბაში მეყოლება თუ შარვალში მნიშვნელობა არ აქვს” – ჩარკვიანი გაერთიანებას ტოვებს

პარტიის “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ამ ფორმატს ტოვებს, რადგან მისთვის მნიშვნმელობა არ აქვს ქვეყანაში პუტინი კაბით ეყოლება თუ შარვლით.

მისი ეს გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძის რუსეთში წასვლამ გამოიწვია.

“ვრჩები ქუჩის აქციების მომხრედ- პიკეტირების მომხრედ, ვარ “ გაერთიანებული ოპოზიციის “ წევრი “ძალა ერთობაშია”, და ვრჩები ამ გაერთიანებაში, ჩვენ იმხელა ბრძოლა გავიარეთ, რომ რა თქმა უნდა გაერთიანებულ ოპოზიციაში” ძალა ერთობაშია “, ამ გაერთიანებაში ვრჩები “ კანონი და სამართლით”!

რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით ამ დროებით გაერთიანებას (ბ. ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას)ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია “კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში, “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ” , მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა “ სიურპრიზად”, ვიმეორებ ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს ,რომ რუსულ ვექტორს “ სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას , მთელს ქვეყანას ესხმევა !

პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ -ევროპელ პარტნიორებს , რომლებსაც , თან დახმარებას ვთხოვთ! ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება- “პუტინი “კაბაში მეყოლება , თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია სამშობლო და სახელმწიფო ერთად გვქონდეს!!!!!” – ნათქვამია ჩარკვიანის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან, ანზორ ბიწაძესთნ ერთად მოსკოვში გაემგზავრა.

იტვირთბა....