უკანონოდ დაკავებული ექიმის პატიმრობიდან 25 დღის გასვლის შემდეგ მედიკოსის საქმე ოკუპირებული ახალგორის ე.წ სასამართლოს გადაეცა. ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარ ქვეყანაში უკანონოდ გავლებული საზღვრის კვეთას ედავებიან.
სასამართლო სხდომა მასალების გადაცემიდან 14 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.
სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სადაც იმედს გამოთქვამენ, რომ ექიმს პროცესის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო რეჟიმი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.