ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მხილება მამათმავლობასა და მძიმე ცოდვებში – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი საეკლესიო არქივიდან წერილს ასაჯაროებს

მამა ანდრია სარიამ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას დავალებით,  საეკლესიო არქივის სწავლა დაიწყო და ერთ-ერთი წერილი გაასაჯაროვა. როგორც სარია ამტკიცებს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მძიმე ცოდვაში ილია მეორესთან 1982 წელს ამხილეს. ამის შესახებ მამა ანდრიამ მედიაცენტრ “მთავარში” ისაუბრა.

პირი, რომელზეც მამა ანდრია სარია საუბრობს, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპისკოპოსი, ანანია ჯაფარიძეა.

„ჯერ კიდევ ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსვლამდე დავაანონსეთ, რომ 1977 წლიდან დღემდე, იმ ცოდვასთან დაკავშირებით, რაც ღიად ითქვა და ვთქვით, თუ რაიმე იქნებოდა კავშირში აუცილებლად გავაცნობდით მრევლს, საზოგადოებას და ნამდვილად, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მრავალი აღმოჩნდა ასეთი“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

მაშინ ახალციხის ეპისკოპოსის გარდა, სინოდის ცხრა წევრმა მაშინდელი ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი და სინოდის არქიმანდრიტიც ამხილეს.

წერილი, რომელიც დღემდე არქივში ინახება, 80-იან წლებში სინოდის დანიშვნის მიზეზი გახდა, თუმცა ბერ-მონაზონი, რომელიც მეუფე პეტრეს დავალებით 1977 წლიდან დღემდე არქივს სწავლობს, ამტკიცებს, რომ ილია მეორემ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.

1982 წლის ბოლოს, ილია მეორეს სახელზე დაწერილი უმძიმესი წერილის შინაარსი ახსოვს ანანია ჯაფარიძეს. სინოდის მოქმედი წევრი ამბობს, რომ გზავნილის შინაარსი შიო ავალიშვილს ეკუთვნოდა, რომლმაც ბრალდებები მის წინააღმდეგ ვერ დაამტკიცა და მაშინ, ბოდიშიც მოიხადა. წერილის მიღებიდან ილია მეორეს გადაწყვეტილებით, სინოდის სხდომა დანიშნა, სადაც 2 სასულიერო პირი, ჭყონდიდისა და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსები განკვეთეს.

“შიო ავალიშვილმა სინოდზე მოიხადა ბოდიში და მოინანია ეს ყველაფერი. ამის შესახებ არსებობს სინოდის დადგენილებაც. ვიზეც იყო ბრალდებები ისინი განკვეთეს, ხოლო ვიზეც ვერ დაამტკიცეს ბოდიში მოუხადეს” – განაცხადა მეუფე ანანიამ “კურიერთან” საუბარში.

ახალციხის ყოფილი ეპისკოპოსის ნაამბობი წინააღმდეგობაში მოდის იმ წერილებთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი ინახავს. წერილები, რომელსაც შიო ავალიშვილი ილია მეორეს უგზავნიდა, სხვადასხვა წლებით თარიღდება.

სინოდის წევრი ანანია ჯაფარიძისა და სხვა სასულიერო პირების პრობლემის მოგვარებას 1982 წლის შემდეგაც ითხოვდა. ვრცელ გზავნილებში, ავალიშვილი სასულიერო პირების მხილებას სხვადასხვა დანაშაულში ცდილობს. მამათმავლური ცოდვა 7 სასულიერო პირის მისამართით აქვს ნახსენები. სულ, 3 წერილია, ერთ-ერთი წერილის ავტორი ამბროსი ქათამაძეც არის. წერილებში სოდომური ცოდვა 26-ჯერ არის ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ბოლო პერიოდის რამდენიმე ხმაურიანი საქმე არსებობს, მათ შორის წმინდა სინოდის წევრის, წილკანისა და დუშეთის მიტროპოლიტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებებია.

ყოფილმა სემინარიელმა, მეუფე ზოსიმეს 30 წლის წინანდელი სკანდალი გაუხსენა. გასაჯაროებული ისტორიებიდან ყველაზე ბოლო, მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას მიმართ ბრალდებაა, როდესაც სინოდის წევრს, არასრულწლოვანი გოგონას სექსუალურ შევიწროებას ედავებოდნენ.

იტვირთბა....